
GAIA-ს ახალი ეტაპი - ესთეტიკური მედიცინის პროფესიონალთა შესაძლებლობების გაფართოება
აპრ 11
2 min read
0
91
საქართველოს ესთეტიკური მედიცინის საერთაშორისო ასოციაცია GAIA განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა და ასოციაციის წევრებს პროფესიული ზრდისა და კარიერული წინსვლისთვის უნიკალურ შესაძლებლობს სთავაზობს.
ახალი შესაძლებლობები GAIA-ს სრულუფლებიანი წევრებისთვის
2025 წლის მაისიდან, GAIA-ს სრულუფლებიანი წევრები ისარგებლებენ მრავალფეროვანი სერვისებით, რომლებიც სპეციალურად მათი პროფესიული საჭიროებების გათვალისწინებით შეიქმნა:
✦ პროფეს იული გამოცდილების აღიარება
ესთეტიკური მედიცინის სფეროში მომუშავე სპეციალისტებისთვის მრავალწლიანი პროფესიული გამოცდილების დოკუმენტური დადასტურება ხშირად პრობლემას წარმოადგენს. GAIA ამ გამოწვევას პასუხობს, მოწოდებული დოკუმენტაციის საფუძველზე დაითვლის სპეციალისტების გამოცდილებას და გასცემს ამის დამადასტურებელ საბუთს, რაც პროფესიულ წინსვლაში მნიშვნელოვან როლს ითამაშებს.
✦GAIA Emergency
პრაქტიკის პროცესში წარმოქმნილი გართულებები ნებისმიერი პროფესიონალისთვის გამოწვევაა. GAIA ამ მიმართულებით სრულუფლებიან წევრებს უნიკალურ მხარდაჭერას სთავაზობს - მაღალკვალიფიციურ ექიმთა შემადგენლობით დაკომპლექტებულ გადაუდებელი მართვის სპეციალურ ჯგუფს, რომელსაც შემუშავებული აქვს გადაუდებელი გართულებების მართვის პროტოკოლები, ოპერატიულად გასცემს რეკომენდაციებს კონკრეტულ გართულებაზე და კრიტიკული შემთხვევებისას განახორციელებს მართვის კოორდინაციას.
ეს სერვისი კრიტიკულ სიტუაციებში სწრაფი და ეფექტური რეაგირების საშუალებას იძლევა, რაც პაციენტების უსაფრთხოებისა და ხარისხიანი მომსახურების გარანტიაა.
✦პროფესიული სიახლეების რეგულარული მიწოდება
ესთეტიკური მედიცინის სფეროში ინოვაციები და ახალი მეთოდები პრაქტიკულად ყოველდღიურად ჩნდება. GAIA-ს სრულუფლებიანი წევრები ყოველთვიურად მიიღებენ სპეციალურად მათთვის შექმნილ სიახლეების დაიჯესტს, რომელიც მოიცავს: ესთეტიკური მედიცინის უახლეს კვლევებსა და მიღწევებს, საერთაშორისო პროტოკოლებს და საუკეთესო პრაქტიკის მაგალითებს, ახალი პრეპარატებისა და ტენდენციების მიმოხილვას, დარგის ინდუსტრიულ სიახლეებს და სხვა საინტერესო თემებს.
✦კვალიფიკაციის ამაღლების შესაძლებლობები
ესთეტიკური მედიცინის ასოციაციის სრულუფ ლებიან წევრებს საშუალება აქვთ
სისტემატურად აიმაღლონ პროფესიული კვალიფიკაცია: დაესწრონ ტრენინგებს, სემინარებს, ვებინარებსა და კონფერენციებს, გაეცნონ ესთეტიკური მედიცინის თანამედროვე ტენდენციებზე ინფორმაციას, გაიზიარონ საერთაშორისო გამოცდილება და მოისმინონ დარგის წამყვანი ექსპერტების რეკომენდაციები.
განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ 2025 წლის ოქტომბერში დაგეგმილ საერთაშორისო კონფერენციაზე წევრებს საშუალება ექნებათ თავადაც გაუზიარონ კოლეგებს საკუთარი პროფესიული გამოცდილება და მიღწეული შედეგები.
✦ მრავალპროფილური პროფესიული კონსულტაციები
GAIA-ს სრულუფლებიანი წევრები მაისიდან ისარგებლებენ უფასო კონსულტაციებით სამი მნიშვნელოვანი მიმართულებით, ესენია კონსულტაციები: იურიდიული, ფინანსური და მარკეტინგული მიმართულებით.
აღნიშნული საკითხები მუდამ აქტუალურია და შესაბამისად საკმაოდ კარგი შესაძლებლობაა ასოციაციის წევრებისთვის.
✦პროფესიული ცნობადობის ზრდა
საქართველოს ესთეტიკური მედიცინის საერთაშორისო ასოციაციის წევრების შესახებ ინფორმაცია თავსდება ასოციაციის ოფიციალურ ვებ-გვერდზე: gaia.com.ge, რაც დაინტერესებულ პაციენტებს საშუალებას აძლევს მარტივად მოიძიონ მაღალკვალიფიციური სპეციალისტები. გარდა ამისა, ასოციაცია განახორციელებს მარკეტინგულ კამპანიებს სრულუფლებიანი წევრების პოპულარიზაციისთვის სოციალურ ქსელებში, რაც მნიშვნელოვნად გაზრდის მათ პროფესიულ ცნობადობას.
✦წახალისების სისტემა
GAIA-მ შექმნა სპეციალური წახალისების სისტემა, რომელიც ასოციაციის სრულუფლებიან წევრებს შესაძლებლობას მიცემს ჩაერთონ სხვადასხვა პროფესიულ აქტივობაში და დააგროვონ ქულები. ყოველწლიურ კონფერენციაზე კი გამოვლინდებიან გამარჯვებულები სხვადასხვა ნომინაციაში.
✦პარტნიორული ბენეფიტები და ფასდაკლებები
GAIA-ს სრულუფლებიანი წევრები ისარგებლებენ მნიშვნელოვანი ფასდაკლებებით: სპეციალური ფასებით GAIA-სა და პარტნიორი ორგანიზაციების მიერ გამართულ ღონისძიებებზე, საინტერესო ფასდაკლებაა ლაბორატორიულ კვლევებზე ჯანმრთელობის ლაბორატორია "იმუნო"-ში და რაც ალბათ ასოციაციის წევრების უმრავლესობას ძალიან გაახარებს - ეს არის მუდმივი 50% მნიშვნელოვანი ფასდაკლებები ფარმაცევტული კომპანია "პსპ"-ს სააფთიაქო ქსელში.
GAIA-ს სრულუფლებიანი წევრობა არის არა მხოლოდ პროფესიული განვითარების შესაძლებლობა, არამედ მნიშვნელოვანი ნაბიჯი ესთეტიკური მედიცინის სფეროში საკუთარი პოზიციების გამყარებისკენ.
ასოციაციის სრულუფლებიანი წევრობა ნიშნავს:
✧პროფესიულ მხარდაჭერას რთულ სიტუაციებში ✧უახლეს ინფორმაციას დარგის სიახლეებზე ✧კარიერული განვითარების შესაძლებლობებს ✧მნიშვნელოვან ფინანსურ დანაზოგს სხვადასხვა სერვისზე ✧პროფესიული ქსელის გაფართოების შესაძლებლობას
გახდი GAIA-ს სრულუფლებიანი წევრი და გაიზიარე განსაკუთრებული გამოცდილება