
GAIA Help- ესთეტიკური მედიცინის საერთაშორისო ასოციაციის ახალი პროექტი პაციენტებისთვის
მაი 10
2 min read
0
89
ახალი შესაძლებლობა უსაფრთხო და პასუხისმგებლიან ესთეტიკაში
ყველამ ვიცით, რომ ესთეტიკურმა მედიცინამ დღეს წარმოუდგენელი შესაძლებლობები შექმნა — ბოტოქსი, ფილერები, კანის გაახალგაზრდავება ეს ყველაფერი გვპირდება სილამაზეს, თავდაჯერებულობას და სასიამოვნო სიახლეს ცხოვრებაში. მაგრამ რა ხდება მაშინ, როცა პაციენტს პროცედურის შემდეგ სარკეში სხვა შედეგს ხედავს?
ყოველდღიურად მატულობს იმ ადამიანთა რიცხვი, ვინც ესთეტიკური პროცედურის შემდეგ აღმოჩნდება რეალობაში, სადაც სილამაზის მიღწევის მცდელობა სევდით და ტკივილით მთავრდება.
უხილავი საფრთხეები — როცა მცირე პროცედურა დიდი პრობლემად იქცევა
ესთეტიკურ სფერო შეუსაბამოდ სწრაფი ზრდა, არაკვალიფიციური პერსონალი და უხარისხო პრეპარატები იმ რისკებს ქმნის, რომლებზეც ხშირად უბრალოდ არავინ გვაფრთხილებს. ეს შეიძლება იყოს: სახის ბუნებრივი იერის დაკარგვა, ასიმეტრია, მიმიკის მოშლა და სხვა.
ასეთ დროს სილამაზის ნაცვლად, ადამიანები აღმოჩნდებიან მდგომარეობაში, სადაც გარეგნობა მათთვის უცხო და დამთრგუნველი ხდება. სწორედ აქ იწყება ყველაზე რთული ნაწილი — ფსიქოლოგიური და ემოციური მდგომარეობის გართულება.
ესთეტიკური გართულებები მხოლოდ ფიზიკური პრობლემა არ არის. ეს შესაძლოა იქცეს მძიმე ემოციურ რეალობად — სადაც პაციენტს თვითშეფასების პრობლემა უჩნდება.
ფსიქოლოგების შეფასებით, ესთეტიკური პროცედურების ცუდი შედეგები ხშირად იწვევს: დეპრესიას, სოციალურ იზოლაციას, პანიკურ შეტევებს, სხეულის აღქმის დარღვევას.
ადამიანები, რომლებსაც თავდაპირველად საკუთარი ვიზუალური მდგომარეობის გაუმჯობესება სურდათ, არასწორად შესრულებული ესთეტიკური პროცედურის შემდეგ ეძებენ ფსიქოთერაპევტს, რათა საკუთარ ანარეკლს ისევ გაუსწორონ თვალი.
რატომ ხდება ეს ყველაფერი? — რისკების ფესვები
არასწორი შესრულება
დღეს ხშირად სამწუხაროდ პროცედურებს ატარებენ სპეციალისტები, რომლებსაც არ გააჩნიათ შესაბამისი განათლება, კვალიფიკაცია და პრაქტიკა, არ ხდება გართულებების შემთხვევ აში ადეკვატური და დროული რეაგირება. სახე ძალიან რთული და ფაქიზი ანატომიური სტრუქტურაა. მილიმეტრებიც კი წყვეტს შედეგს — საჭიროა მისი სიღრმისეული ცოდნა და სიფრთხილე.
უხარისხო პრეპარატები
პროცედურების ჩატარებისას პრეპარატების არჩევაც კრიტიკულად მნიშვნელოვანია. პრობლემის გამომწვევი შეიძლება გახდეს: არალეგალურად შემოტანილი, არარეგისტრირებული და გაურკვეველი წარმომავლობის, ასევე არასწორად შენახული პრეპარატი (მაგ. მაცივარში გაყინული ან მზეზე დატოვებული).
ამ მტკივნეული გამოცდილების საპასუხოდ ესთეტიკის საერთაშორი სო ასოციაცია GAIA-მ შექმნა ახალი, ინოვაციური სერვისი GAIA Help, რომელიც ეხმარება ესთეტიკური პროცედურის შედეგად დაზარალებულ ადამიანებს.
GAIA Help გთავაზობთ:
პროფესიონალურ შეფასებას
ინდივიდუალურ სარეა ბილიტაციო გეგმას
ზოგადი ინფორმაციის მიწოდებას პრეპარატების სანდოობასა და ხარისხზე
GAIA-ს ეს სერვისი განკუთვნილია მხოლოდ ესთეტიკური პროცედურების შედეგად დაზარებული პაციენტებისთვის და მიზნად ისახავს არა მხოლოდ დახმარებას, არამედ ზოგადად ცნობიერების ამაღლებას იმის შესახებ, რომ სილამაზის მიღწევა არ უნდა ხდებოდეს ჯანმრთელობის ფასად.
როგორ დავიცვათ თავი?
სანამ პროცედურას დაგეგმავთ:
✦შეარჩიეთ კვალიფიციური სპეციალისტი, რაშიც ასევე დაგეხმარებათ ასოციაციის ვებ-გვერდი: www.gaia.com.ge, სადაც განთავსებულია ესთეტიკური მედიცინის სპეციალისტების მონაცემები, რაც შესაძლებლობას მოგცემთ თავად შეაფასოთ მათი კვალიფიკაცია და ამის მიხედვით მიიღოთ შესაბამისი გადაწყვეტილება ✦მოითხოვეთ პრეპარატის სერტიფიკატი (CE, FDA) ✦ გაეცანით პროდუქტის ვადის და შენახვის პ ირობებს
თქვენ გაქვთ უფლება, მიიღოთ სრული ინფორმაცია — გამოიყენეთ ეს უფლება საკუთარი ჯანმრთელობის დასაცავად.
GAIA Help — თქვენი მოკავშირე ამ გზაზე
საჭიროების შემთხვევაში GAIA Help-ის გუნდი მზად არის დაგეხმაროთ. გუნდში გაერთიანებულნი არიან ასოციაციის მმართველო საბჭოს წევრები, რომლებიც გამოირჩევიან ესთეტიკური მედიცინის სფეროში მაღალი კვალიფიკაციითა და გამოცდილებით. პაციენტის პირადი ინფორმაციის კონფიდენციალურობა გარანტირებულია და თითოეული შემთხვევა ინდივიდუალურად განიხილება.
სილამაზე არ უნდა აზიანებდეს. თქვენი უსაფრთხოება — ჩვენი პრიორიტეტია.